2021-11-13 16:27:21, 435 ნახვა
საზოგადოება
მუხიანში, კერესელიძის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამჯერად, სრულიად ახალი სპორტული მოედანი მუხიანში, ლეო კერესელიძის ქუჩაზე დაახლოებით, 400 კვ. მეტრ ფართობზე ეწყობა. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „პე-ბე“ ახორციელებს, 93 389 ლარი არის გათვალისწინებული.
სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),