|
2021-11-13 11:12:40, 1429 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრია, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ხელახალ „ლოქდაუნს“ განიხილავს
Reuters-ი წერს, რომ ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრია, რის გამოც, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა იძულებულია ხელახალი „ლოქდაუნი“ დააწესოს. სააგენტო წერს, რომ მსოფლიო მასშტაბით, 7 დღიანი ინფიცირების ნახევარზე მეტი და სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი ევროპაზე მოდის, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, გასული წლის აპრილიდან, როდესაც ვირუსი გავრცელებას იწყებდა. მთავრობები და კომპანიები შიშობენ, რომ გახანგრძლივებული პანდემია ხელს შეუშლის ეკონომიკის სწრაფად აღდგენას. ქვეყნები, მათ შორის, ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი აპირებენ ზომების გამკაცრებას, რათა ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელი შეჩერდეს. ნიდერლანდემის პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სამკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. „ვირუსი ყველგან არის და საჭიროა ბრძოლა“, – თქვა რუტემ პარასკევს საღამოს, მიმართვაში. გერმანიაში დღეიდან კორონავირუსზე ტესტის ჩატარება კვლავ უფასო ხდება, ავსტრიაში კი, ხელისუფლება არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნის“ დაწესებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, პირები, რომლებსაც კოვიდ19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ გაკეთბული, გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)