|
2021-11-12 22:24:44, 1357 ნახვა
მსოფლიო
კამალა ჰარისი - ლუკაშენკოს რეჟიმი ძალიან შემაშფოთებელ საქმიანობას ეწევა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, ლუკაშენკოს რეჟიმი ძალიან შემაშფოთებელ საქმიანობას ეწევა - ამის შესახებ კამალა ჰარისმა პოლონეთი-ბელორუსის საზღვარზე არსებულ ვითარების შეფასებისას განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის შეშფოთებულია პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარებით. „ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. ლუკაშენკოს რეჟიმი ძალიან შემაშფოთებელ საქმიანობას ეწევა“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. გასული თვეების განმავალობაში ათასობით მიგრანტი შეეცადა გადაეკვეთა საზღვარი. კრიზისმა კულმინაციას მიაღწია 8 ნოემბერს, როცა მიგრანტების ჯგუფი შეეცადა საზღვრის ძალით გადალახვას და ისინი პოლონელმა მესაზღვრეებმა მოიგერიეს. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩები 10 ნოემბერს შეთანხმდნენ, რომ ვითარება იძლევა მინსკისთვის ახალი საქციების დაწესების სამართლებრივ საფუძველს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)