|
2021-11-12 21:54:14, 820 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო პარტნიორებს შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი არც კი უხსენებიათ, ესაა რეალობა
მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, რეალურად განსაკუთრებული ინტერესი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში იყვნენ სტუმრები აშშ-დან და ევროკავშირიდან და ამ შეხვედრებზე არც კი უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი. „ჩვენ გვქონდა საუბარი და შეხვედრები უმაღლეს დონეზე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოში იყვნენ სტუმრები აშშ-დან და ევროკავშირიდან. ამ შეხვედრებზე არც კი უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი, ესაა რეალობა. ესაა ნამდვილი ფაქტები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვისაუბროთ. ესაა დამოკიდებულება, დანარჩენი ესაა ქარიშხალი ჭიქაში,“- აღნიშნა კობახიძემ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და აქედან გამომდინარე, ძალიან მალე მასზე საუბარი უნდა შეწყდეს. „მის მიმართ დამოკიდებულება იქნება ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისი, მაგრამ არც მეტი და არც ნაკლები. ესაა ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება სიმბოლიზმის გამოყენებას სააკაშვილთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ა.შ. მართლაც პრეზიდენტის ინსტიტუტს ახასიათებს გარკვეული დონით სიმბოლიზმი, თუმცა ყოფილი პრეზიდენტები, ამას ისტორია აჩვენებს, ან არიან სიმბოლოები ან ანტისიმბოლოები. შუალედური ვარიანტებიც კი არ აქვს ისტორიას. სააკაშვილს რაც შეეხება ის არის ანტისიმბოლო საქართველოში, ის არის ანტისიმბოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უკავშირდება ადამიანების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვას. ესაა ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რაც მას თავის დროზე აქვს ჩადენილი. შესაბამისად, ჩვენთვისაც და საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც მიხეილ სააკაშვილი არის არა სიმბოლო, არამედ ანტისიმბოლო,“ – განაცხადა კობახიძემ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)