2021-11-12 11:07:59, 697 ნახვა
საზოგადოება
კორონაავირუსი საპატრიარქოში - მოსაყდრესთან ერთად, რამდენიმე მიტროპოლიტიც ინფიცირებულია
საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
ინფორმაცია ამის შესახებ, წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერმა გამოაქვეყნა, სადაც მათ მეუფეებს გამოჯანმრთელება უსურვეს.
COVID-19 დაუდასტურდა ალავერდის ეპარქიაში მყოფ დედა მარიამსაც. სასულიერო პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს, თეოდორე ჭუაძეს, კორონავირუსი აქვს, ინფორმაციას ახალციხის ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი, ნიკოლოზ აბრამაშვილი ადასტურებს. "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმმაციით, მეუფე სტაბილურადაა და სახლსი განაგრძობს მკურნალობას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,