17:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 14:49:52, 630 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური. - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს პასუხი.

ამასთან მინისტრის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთეობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სტრასბურგს 24 ნოემბრისთვის მიეწოდება.

„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი ერთი კონკრეტული მოთხოვნით - დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაუყოვნებლივ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა, უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ინტერესის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით სრულ ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. ასევე გავაგრZელებთ მასზე მზრუნველობას“, - განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics