17:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 13:23:15, 609 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია – სტრასბურგს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ჩვენი ინტერესია, იქამდე პრობლემა მოიხსნას

„სასამართლომ მთავრობას სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, იმ პირობებზე, როგორშიც ის ჰყავთ, როგორ ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 24 ნოემბრის შემდეგ.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„სტრასბურგის სასამართლოს ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მან მთავრობას სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, იმ პირობებზე, როგორშიც ის ჰყავთ, როგორ ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 24 ნოემბრის შემდეგ. ჩვენი ქვეყნის ინტერესია, არა თუ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მხარდამჭერების ან თუნდაც მთლიანი ოპოზიციის, არამედ ქვეყნის ინტერესია, რომ იქამდე ეს პრობლემა გადაწყვეტილი და მოხსნილი იყოს.“ - განაცხადა ბოკერიამ  

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ საკუთარ განცხადებაში მთავრობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა, ხოლო თავად მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics