|
2021-11-11 12:50:43, 1350 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრე დააკავეს
რუსეთში ალექსეი ნავალნის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რეგიონული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ლილია ჩანიშევა დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ვლადიმირ ვორონინი ავრცელებს. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 39 წლის ლილია ჩანიშევა პირველია, ვინც ნავალნის გარემოცვაში ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს. ჩანიშევას ბრალის დადასტურების შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლოზე ბრალდების მხარემ თქვა, რომ ჩანიშევა რუსეთის დატოვებას აპირებდა. სექტემბერში საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ექსტრემისტული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოქტომბერში ეს საქმე გააერთიანეს ნავალნის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ 4 საქმესთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)