|
2021-11-11 10:39:36, 550 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ცირკულარული ეკონომიკის რიგით მეხუთე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცირკულარული ეკონომიკის რიგით მეხუთე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. უწყების ცნობით, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი რეკომენდაციების განხილვას, რომლებიც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას დააჩქარებს. ასევე დეტალურად იქნა განხილული ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ საკვანძო ასპექტები, ფინეთის მიდგომები და გამოცდილება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით. „ცირკულარულ ეკონომიკაზე მუშაობს ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა უწყების, მათ შორის, პარლამენტის, მეცნიერებათა აკადემიის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. პარლამენტისა და მთავრობის აქტიური ჩართულობა ამ პროცესში, ჩვენი ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას უზრუნველყოფს. ჩამოყალიბებული პოლიტიკის განხორციელებაში კი, ბიზნესის როლი იქნება გადამწყვეტი”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნარჩენები შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ნედლეული. ნაგავსაყრელზე რაც უფრო ნაკლები ნარჩენის განთავსება მოხდება, მით უფრო ნაკლები იქნება გარემოს დაბინძურება, რაც ბუნების მდგრადობისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს. „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ) მომავალი წლიდან ამოქმედდება, რაც ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების საშუალებას მოგვცემს და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ, ვალდებულებების გარდა, მოხდეს წამახალისებელი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, თანადაფინანსების პროგრამები, რომელიც წაახალისებს ნარჩენების იმგვარ გადამუშავებას, რომ მინიმალური რესურსი გამოვიყენოთ ბუნებიდან და წნეხი ბიომრავალფეროვნებაზე შემცირდეს”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. კონფერენციაზე, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში პოლიტიკის შემქმნელების როლთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა. კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე ერიკ ელესი, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)