|
2021-11-10 18:16:16, 607 ნახვა
პოლიტიკა
DRI - ვგმობთ სუს-ის და ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებებს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ეხმიანება, კერძოდ, პოლიტიკური აქტივისტების უკანონო დაკავებებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებასია ნათქვამი, DRI გმობს სუს-ის და ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. "9 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე ოპოზიციურმა კოალიციამ თბილისის ოთხ სხვადასხვა ადგილას საპროტესტო აქციები დაანონსა. ერთ-ერთი აქცია მიმდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რომელსაც სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავება მოყვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დაკავებულია 46 პირი. სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეების დაკავება განმარტებების გარეშე ხდებოდა. ასევე, სამართალდამცავები აკავებდნენ ადამიანებს, რომლებიც არც საგზაო მოძრაობის შეფერხების და არც ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირების საფრთხეს არ ქმნიდნენ. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიზნებისთვის, კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელებისას, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ შეკრება წინასწარი ნებართვის გარეშე არის შესაძლებელი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მიხედვით, დამკავებელი სამართალდამცავი ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე მისთვის გასაგები ფორმით განუმარტოს: მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი, უფლება ადვოკატზე, მისი სურვილის შემთხვევაში მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს. მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავებისას, საგანგაშოა არა მხოლოდ სამართალდამცავების მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არამედ მათი მხრიდან გამოყენებული დაუსაბუთებელი, უკანონო და არაპროპორციული ძალადობა. DRI მიიჩნევს, რომ პოლიტიზებული და რეპრესიული უკანონო დაკავებები სახელმწიფოს კონსტიტუციურ წეს-წყობილებას საფუძველს აცლის. DRI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში, შეწყვიტონ პოლიციის პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენება და პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლებას."- ნათქვამია განცხადებაში.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)