05:42 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 16:14:15, 657 ნახვა

საზოგადოება
მარიამ მანძულაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

თურქეთის ქალაქ სტამბულში 5-7 ნოემბერს შატიკან კარატეში მე-11 მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც    მსოფლიოს 45 ქვეყნის 1000-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

 ჩემპიონატში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის გაერთიანებასთან არსებულ კარატის წრის (მწვრთნელები ალექსანდრე მანძულაშვილი და დავით დალაქიშვილი)  ხუთი მოსწავლე  ღებულობდა მონაწილეობას. კასპელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და მედლებით დაბრუნდნენ.

მარიამ მანძულაშვილმა +18 -68 წწ შობუ სან ბონი-ში - I ადგილი  და ოქროს მედალი  მოიპოვა, ხოლო 14-15 წწ შობუ იპონ -ში - III ადგილი.

ალექსანდრე ბერიანიძემ  +18 -60 კგ შობუსანბონი-ში - III ადგილი, ელენე ჩიტიშვილმა 47 კგ - შობუ სანბონ კუმიტე-ში - III,  ხოლო -47 კგ - შობუ იპონ ოპენ-ში - III ადგილი. თამაზ ნაბახტეველმა  - WKF-ში – II, ოფენ ჯუ კუმიტე-ში - II და შუაგო იპონ იფენ-ში - III ადგილი.

ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდა მწვრთნელი ალექსანდრე მანძულაშვილი  41 - 46 წწ-ში და II ადგილზე გავიდა.

ტურნირი დააფინანსა კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ.  ალექსანდრე მანძულაშვილის და დავით დალაქიშვილის აღზრდილებს მრავალჯერ უსახელებიათ კასპი და მწვრთნელები. კასპის მუნიციპალიტეტის მერიათითოეულ მათგანს ულოცავს გამარჯვებას და სამომავლო წარმატებებს უსურვებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics