|
2021-11-10 13:38:41, 1067 ნახვა
სამართალი
უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გაშუქებას პირდაპირ ეთერში ითხოვენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ესწრება. საქმის ადვოკატები სასამართლო პროცესის სხვა მედიასაშუალებებისთვის გადაღების უფლების მიცემას ითხოვენ. „როგორც ხედავთ, ოცამდე მედიამ მოგმართათ პროცესის გადაღების თხოვნით, მართალია საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს, თუმცა სხვა მედიას რატომ არ ეძლევა ამის საშუალება, არის გაუგებარი. სასამართლოს მიერ მოყვანილი კანონის საფუძველი არის ტყუილი, მაუწყებელს ანიჭებს უპირატესობას. შეგახსენებთ, რომ არაერთი პრეცედენტი იყო როდესაც რამდენიმე მედია აშუქებდა. ასევე, რაც კოვიდრეგულაციებზე თქვით, არის ტყუილი. უარი ამ მედიასაშუალებებზე, რაც თქვით ობიექტურ არგუმენტებს არ ემყარება, გთხოვთ ვინც მოგმართათ მედიამ დაუშვით“, – განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. სხდომას გიგი უგულავა 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულის სტატუსით ესწრება. სასამართლო პროცესის გაშუქებას უგულავა პირდაპირ ეთერში ითხოვს. „პირველი არხს მაინც მიეცით ლაივის უფლება, ხომ იცით, რომ განსაკუთრებული საჯარო ინტერესის საგანია, უამრავ ადამიანს აინტერესებს. რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ პირდაპირ ეთერში გადასცეს. თქვენ არ ხართ თავისუფალი გადაწყვეტილებებში, ადამიანი არ მოგყავთ, ყველაფრის უფლებას გვართმევთ. თქვენთვის უკეთესი არ არის რომ საჯარო იყოს“, - მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლე ნინო ელიეშვილს. მოსამართლემ გიგი უგულავას სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „ვწუხვარ, რომ ასე საუბრობთ ბატონო გიორგი, ხელს ნუ გვიშლით“. ამასთან, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ გიგი უგულავას პრეტენზიები გაუგებრია, რადგან სხდომას კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან მასალას სხვა ტელევიზიებსაც. „გაუგებარია ეს პრეტენზიები, კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან. ნუ გვიყვირით“, – მიმართა პროკურორმა გიგი უგულავას. ამასთან, უგულავამ პროკურორს მიმართა: „ხელებს ნუ შლი“. სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)