|
2021-11-10 11:11:28, 552 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდალს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდალს, ვიცე-ადმირალ ეუჯინ ბლექს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC) აშშ-ს დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა. JMOC-ში შეხვედრას ვიცე-ადმირალ ეუჯინ ბლექთან ერთად ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: კონტრ-ადმირალი ჯეიმს მორლი (ნატო-ს საზღვაო დამრტყმელი და მხარდამჭერი ძალების მეთაურის მოადგილე), კონტრ-ადმირალი ენტონი კარულო (მე-6 ფლოტის სარდლის მოადგილე ოპერაციების და დაგეგმვის დარგში) და ბრიგადის გენერალი მარკუს ანიბეილი (ნატო-ს საზღვაო დამრტყმელი და მხარდამჭერი ძალების შტაბის უფროსი). ნიკოლოზ შარაძემ ამერიკელ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და გაამახვილა ყურადღება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის მეთაურებთან, საზღვაო ხომალდების "Mount Witney"-სა და "Porter"-ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა. დელეგაციის წევრებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთისა და ბათუმის სამმართველოებშიც. სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ უმასპინძლა. ხომალდები ბათუმის პორტში 8 ნოემბერს შემოვიდნენ. საპორტო ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას ნატოს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან პარტნიორს - საქართველოს შორის, ასევე, ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას, აშშ-ის რეგიონული პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფას, მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას. ამერიკული გემები - USS Mount Whitney და USS Porter საზღვაო ოპერაციებს აშშ-ს საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში ახორციელებენ. მე-6 ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებს. ოპერაციები ტარდება მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ ევროპასა და აფრიკაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)