|
2021-11-10 11:08:45, 728 ნახვა
ეკონომიკა
ილია დარჩიაშვილი - „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021”-ის შესაბამისად, საქართველომ 9 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია
შვეიცარიული საერთაშორისო ანალიტიკური კომპანიის მიერ „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021"-ის შესაბამისად, საქართველომ 9 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021"-ის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს საუკეთესო მეოთხედში 41-ე ადგილზეა. ილია დარჩიაშვილის თქმით, მსოფლიო საინვესტიციო რუკაზე საქართველოს ცნობადობისა და ქვეყნისადმი მიზიდულობის გაზრდის თვალსაზრისით, საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში. „აღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველო გამოირჩევა კვლევაში მონაწილე ნატოს და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებთან მიმართებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსია, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს რეფორმების ახალი ფაზა ანტიკორუფციული თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაცია Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021" (GCI) გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა,მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა, მსოფლიოში 41-ე ადგილზე დასახელდა, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 40 საუკეთესოში კი 38-ე პოზიციაზე გავიდა. კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 9 სახელმწიფოს. ინდექსი ეფუძება მიზნობრვად შერჩეულ მონაცემთა 43 ნაკრებს, რომელსაც ექსკლუზიურად აწარმოებს 11 საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტი: 1. The UN 2. The OECD 3. The World Justice Project Organisation 4. The FATF 5. The Economist Intelligence Unit (EIU) 6. The World Bank 7. The Basel Institute on Governance 8. Transparency International 9. The International Budget Partnership (IBP) 10. The Global Initiative 11. The World Economic Forum (WEF)++ GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე და 2 - ფინანსურ დანაშაულზე: 1. ძირითადი კონვენციების რატიფიკაციის სტატუსი (OECD, გაერო) 2. საჯარო კორუფციის აღქმის დონე (Transparency International's Corruption Index, World Bank, World Justice Project ) 3. საჯარო და კერძო კორუფციის შესახებ გამოკითხვები (Transparency International's Global Corruption Barometer, World Bank's Enterprise Survey) 4. ქვეყნის მახასიათებლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული კორუფციასთან 5. ფინანსური დანაშაულის შეფასების სტანდარტები 6. ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება თავის მხრივ ინდიკატორები დაყოფილია მონაცემთა 4 ჯგუფად: მოქალაქის ხმა და გამჭვირვალობა; მთავრობის ფუნქციონირება და ეფექტურობა; სასამართლო კონტექსტი; პოლიტიკური კონტექსტი.
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)