19:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 12:50:15, 634 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია ხელისუფლებას – დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები

დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ მოიპარეთ არჩევნები, რომ თქვენ ხართ კრიმინალები, – ასე მიმართავს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ნიკა მელიამ დღეს, რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსა და აღნიშნა, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი.

"დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვიკრიბებით. ხშირად, ყოველ დღე, ხვალაც, ზეგაც, მაზეგაც, სხვადასხვა სახის საპროტესტო საპროტესტო აქტივობები გაიმართება. დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები, გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები. მათ შორის, ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ ამას მივაღწევთ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითაც", – განაცხადა მელიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics