19:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 12:44:36, 503 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან საუბარი იყო პერსონალურ სანქციებზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე საუბარი იყო პერსონალურ სანქციებზე.

მისივე თქმით, სანქციები არ ნიშნავს, რომ საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს, პირიქით, მელიას თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს სხვადასხვა ფორმითა და შინაარსით. 

"პერსონალურ სანქციებზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი ჩემი და მეგობრების მხრიდან. ვამბობ იმ დოზით, რამდენადაც შემიძლია – ასე გააგრძელებს და, როგორც ჩანს, გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერ ასცდება იმ მკაცრ სასჯელს, რომელსაც სანქციას ვუწოდებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს, პირიქით, ყოველდღე მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება, სხვადასხვა საპროტესტო აქციით, სხვადასხვა შინაარსის, სხვადასხვა ფორმის, დღეში რამდენიმეჯერ, მანამ, სანამ არ დაბრუნდება მიტაცებული სახელმწიფო, არ დაბრუნდება მოპარული არჩევნები და პირველ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ იქნება უზრუნველყოფილი. არ არის სახუმარო ვითარება ამ ორ ადამიანთან მიმართებით. ამაზეც გვქონდა კონკრეტული საუბარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics