|
2021-11-08 15:19:36, 1182 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ ირლანდიაში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს
ჩრდილოთ ირლანდიაში ოთხმა მამაკაცმა სამგზავრო ავტობუსი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ბელფასტის გარეუბანში, ნიუთაუნებიში მოხდა. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტობუსში ოთხი მამაკაცი ავიდა და მგზავრებს უბრძანა დაეტოვებინათ ავტობუსი , სანამ მას ცეცხლს წაუკიდებნენ , გზა ამჟამად დაკეტილია პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, თავი აარიდონ ტერიტორიას“, - ნათქვამია ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის განცხადებაში. პოლიცია დაშვებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ავტობუსის მფლობელმა კომპანია „ტრანსლინკმა“ , განაცხადა, რომ მძღოლი და მგზავრების მცირე რაოდენობა უსაფრთხოდ გადმოვიდნენ ავტობუსიდან, სანამ ის დაიწვებოდა. "ჩვენი მძღოლი ძლიერი ემოციურ სტრესს განიცდის მას კოლეგები უჭერენ მხარს, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ჩვენი პერსონალის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურებზე ამ საშინელი თავდასხმის გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ ქცევას და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის სამსახურთან, ამ ინციდენტის გამოსაძიებლად", - ნათქვამია განცხადებაში. დაემატა. ცნობითსვი, ბოლო კვირების განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ ირლანდიაში ავტობუსი გაიტაცეს და დაწვეს. გასულ კვირას მსგავსი ინციდენტი, როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო ბრექსიტით გამოწვეულ სავაჭრო პრობლემებთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)