|
2021-11-08 12:06:39, 1170 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ინდოეთის სამხრეთით, ქალაქ ჩენაიში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. - ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. მათი თქმით, ევაკუაციის საჭიროება ქალაქში არაკონტროლირებადი და უხარისხო მშენებლობების გამო მიიღეს. ადგილზე სამაშველო ძალებია მობილიზებული. ინდოეთის მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მსგავსი სიძლიერის წვიმები ინდოეთის სამხრეთით 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა. ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, კლიმატურმა ცვლილებებმა და გლობალურმა დათბობამ რეგიონში ნალექის რაოდენობის გაზრდა და გახშირება გამოიწვია. მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, წვიმა რეგიონში კიდევ სულ მცირე 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)