|
2021-11-08 09:25:00, 1348 ნახვა
მსოფლიო
აშშ დღეიდან სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის
ამერიკის შეერთებული შტატები სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის დღეიდან საზღვრებს ხსნის. ახალი რეგულაციების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწევთ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, რის შემდეგაც, მათ ქვეყანაში ჩასვლისას კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. აშშ–ში ჩასვლის მსურველთა რაოდენობა დიდია. Delta Air Lines–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ბასიანმა გააფრთხილა მოგზაურები, რომ მოემზადონ გრძელ რიგებში დგომისთვის. ბაიდენის ადმინისტრაციამ განახორციელა მრავალი ზარი ამერიკულ ავიაკომპანიებთან და მოუწოდა, მოემზადონ დამატებით მოგზაურების შემოდინებისთვის. ასევე, ადმინისტრაციამ გააფრთხილა მოგზაურები, რომლებიც გადაკვეთენ საზღვარს კანადიდან და მექსიკიდან, მოემზადონ გრძელვადიანი ლოდინისთვის ქვეყანაში შესაღწევად. შეგახსენებთ, რომ აშშ–ში შესვლის შეზღუდვა ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესა და ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მან 2020 წლის დასაწყისში საზღვარი ჯერ ჩინეთისთვის, შემდეგ კი სხვა ქვეყნებისთვისაც დახურა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)