|
2021-11-07 11:48:37, 1154 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთში მეთანის ძლიერი გამოყოფა მოხდა
ყაზახეთის ყარაგანდის ოლქის ქალაქ აბაიში მეთანის ძლიერი გამოყოფა მოხდა, რის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ ყაზახური მედია, ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. "წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად ექვსი მეშახტე დაიღუპა, ორი დაშავდა - მათი მდგომარეობა ზუსტდება. მაღაროში 64 თანამშრომელი მუშაობდა - მათგან 56 სასწრაფოდ ევაკუირებული იქნა."-წერია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურს განცხადებაში. ამჟამად ცხედრების შახტიდან ზედაპირზე ამოყვანა მიმდინარეობს. გარემოებები და მიზეზებს პოლიცია იძიებს, საწარმოო პროცესი შეჩერებულია. ადგილზე გაემგზავრა კომისია, ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის იური ილინის ხელმძღვანელობით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)