|
2021-11-06 21:06:35, 614 ნახვა
პოლიტიკა
მელია - 24 საათს ვაძლევთ სააკაშვილის კლინიკაში გადასაყვანად ან მთელი საქართველო შევიკრიბებით
ნიკა მელიამ ხელისუფლებას 24 საათიანი ვადა მისცა,რათა მიხეილ სააკაშვილი საქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ მისივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორშაბათს საღამოს რვა საათზე შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე. "მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი. ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24-საათიან ვადას. 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს, რომ მოგვაწვდინოს ხმა,საჯაროდ ან სხვადასხვა არხებით რას გადაწყვეტს, ამიტომ თუ საღი აზრის მარცვალი შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ და უნდათ, რომ გაგვხადონ თანამონაწილეები, დამსწრეები და მოწმეები მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისა და ამას გააგრძელებენ, ორშაბათს, 8 ნოემბერს, საღამოს რვა საათზე ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე. ამ წუთიდან, ვიდრე მე ვსაუბრობ, 24 საათი აქვს ვადა ბიძინა ივანიშვილს, სხვადასხვა წყაროთი ან საჯაროდ შეგვატყობინოს, რომ მიიღეს სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება. თუ ამას არ გააკეთებენ, ორშაბათს, საღამოს რვა საათზე, აქ ვინც ვართ და 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე შევიკრიბებით. დანარჩენი, რას ვაპირებთ და რა არის მოთხოვნა, თავისუფლების მოედანზე გაგაცნობთ" -თქვა ნიკა მელიამ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)