|
2021-11-06 15:05:50, 847 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, საქართველოში, 2019 წელთან შედარებით, აფრენა-დაფრენების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა
საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველოს, EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ ევროპის საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის არსებული მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 3%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, აფრენა-დაფრენების რაოდენობის ზრდა მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ფიქსირდება. ესენია: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, სომხეთი და საქართველო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ სამოქალაქო ავიაციის აღდგენის ტემპის დინამიკით საქართველო სულ უფრო და უფრო ხდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების თვალსაწიერში. „ეს არის შედეგი იმ გაწეული შრომისა, რომელსაც ჩვენი გუნდი, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, ვახორციელებთ, რათა გაზრდილიყო ფრენების სიხშირეები და საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებილიყვნენ ის ავიაკომპანიები, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ და ასევე შემოგვეყვანა ახლებიც. ყოველივე ამან მოგვცა ის შედეგი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და ამასვე აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როდესაც ყურადღებას საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ამახვილებენ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. EUROCONTROL-ის მონაცემებით, ფრენების აღდგენის აღნიშნული დინამიკით, საქართველო უსწრებს 37 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ.
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)