2021-11-06 14:10:41, 703 ნახვა
საზოგადოება
ლევან ხაბეიშვილი - „ოცნებაში" სხვა შიშები აქვთ, თორემ სცენა იქნება თუ არ იქნება, მეასეხარისხოვანია
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი მივიდა.
ხაბეიშვილის თქმით, დღეს აქცია აუცილებლად გაიმართება.
„სამწუხარო რეალობაა, რომ მითითებას იღებენ. თავად მოგვიწოდებდნენ გზა არ გადაიკეტოს და იქით დავდგათ სცენა, დღეს აღმოაჩინეს, რომ იქით არა, თურმე აქეთ სჯობია. სცენა მეასეხარისხოვანია, აქ ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე მოიყრის თავს, დადგებიან იქ სადაც გაუხარდებათ. „ოცნებაში" სხვა რაღაც შიშები აქვთ, თორემ სცენა იქნება თუ არ იქნება, მეასეხარისხოვანია. აპარატურის გარკვეული ნაწილი წაიღეს.", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, 17:00 საათზე ოპოზიციის მიერ აქციაა დაგეგმილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,