|
2021-11-05 12:13:13, 481 ნახვა
საზოგადოება
ყაზახმა ბლოგერებმა და პრესის ჟურნალისტებმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს
ქუთაისის განახლებულმა საერთაშორისო აეროპორტმა ყაზახეთიდან ინსტაგრამ ბლოგერებს, ინფლუენსერებსა და პრესის ჟურნალისტებს უმასპინძლა. მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებმა და ყაზახეთის პოპულარულმა ბლოგერებმა მოფრენისა და გაფრენის დარბაზები, ასევე ტერასა გადაიღეს და ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებს გაეცნენ. ქუთაისში მოხვედრა ყაზახეთის ოთხი ქალაქიდანაა შესაძლებელი. პირდაპირ რეგულარულ რეისებს დედაქალაქ ნურ-სულთანიდან, აქტაუდან, ატირაუდან და შიმკენტიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ასრულებს. ,,ვოცნებობდი საქართველოში მოხვედრაზე. მაინტერესებდა ქართული კულტურა, უგემრიელესი ქართული სუფრა. პირველ რიგში მოვიხიბლე თქვენი ხალხით და სტუმართმოყვარეობით. რაღაცით ვგავართ კიდეც ყაზახები და ქართველები, რაღაცით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომ საქართველოს აღმოჩენის შესაძლებლობა მოგვცეს. დარწმუნებული ვარ,კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში, რომელსაც ძალიან ღრმა ისტორია აქვს. მინდა თითოეულ ტურისტს ვუთხრა, რომ აუცილებლად ჩამოვიდნენ საქართველოში, დაათვალიერონ და დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული კერძები,-" ამბობს ცნობილი ყაზახი ბლოგერი აკერკე ბურბიტკეი. 4 დღიანი პრეს-ტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია FlyArystan -ს მხარდაჭერით ჩატარდა. პრეს-ტურში 13 ბლოგერი, ინფლუენსერი და ავიაკომპანია FlyArystan -ს წარმომადგენელი მონაწილეობდა. ,,ქუთაისს მართლაც ულამაზესი საერთაშორისო აეროპორტი, არაჩვეულებრივი ტერასა გაქვთ, რომელიც ნამდვილად შემიყვარდა. აქედან იშლება ულამაზესი ხედი კავკასიონზე და ჩანს როგორ თვითმფრინავების დაჯდომა. ძალიან კარგია, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის პირდაპირი ფრენები გვაქვს ქუთაისის აეროპორტიდან. ეს არის კარგი შანსი ადამიანებისთვის, რომ იმოგზაურონ არამხოლოდ საქართველოში, არამედ კონკრეტულად ქუთაისში. აღმოაჩინონ იმერეთის რეგიონი და სამეგრელო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, მათ ნამდვილად გაგვითბეს გულები. არაჩვეულებრივი 4 დღიანი ტური გვქონდა. ყველა საუბრობს ქართულ კერძებზე, ღვინოსა და ბუნებაზე. მე კი მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რადგან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, რომ არა მათი სტუმართმოყვარეობა. რაც შეეხება აეროპორტს, რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ტერმინალი და ნამდვილად ძალიან ლამაზია, უცხო დიზაინი და კომფორტული. შეგრძნება მაქვს, რომ აეროპორტში კი არა, სახლში ვარ. აუცილებლად დავბრუნდები უკან საქართველოში. ახალი მეგობრების შესაძენად, ახალი სიტყვების სასწავლად. უნდა აღვნიშნო, რომ მამაჩემი სამხედრო პირი იყო და საბჭოთა პერიოდის დროს აქ, ქუთაისში, კოპიტნარის ძველ სამხედრო აეროპორტში მსახურობდა. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებულია ეს ადგილი და აეროპორტი. მოვინახულე ის ადგილი, სადაც ოდესღაც მამაჩემი მუშაობდა,-" ამბობს ცნობილი ყაზახი მსახიობი და ინფლუენსერი დანიარ ალშინოვი. ბლოგერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და პოტენციალის შესახებ ვიდეო და ფოტო რეპორტაჟები მოამზადეს, რომელსაც ათიათასობით ინტერნეტ მომხმარებელი უკვე გაეცნო.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)