07:51 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 12:06:31, 440 ნახვა

საზოგადოება
SOLO სხვადასხვა დარგის ცნობილ პროფესიონალებთან One to One-ის ფორმატში ინდივიდუალური შეხვედრების სერიას იწყებს

SOLO მუდმივად ცდილობს საკუთარი მომხმარებლების ინტერესების შესწავლას და შესაბამისი აქტივობების შექმნას, რის ფარგლებშიც ახალ მასშტაბურ პროექტს - SOLO one to one-ს იწყებს. რაც გულისხმობს იმას, რომ SOLO მომხმარებლებს მათთვის საინტერესო სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან ინდივიდუალური შეხვედრის დაგეგმვის შესაძლებლობა აქვთ.

ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, გასტრონომია, ლიდერობა, მსახიობის ხელოვნება, კრეატიული წერა, მოდა, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება -  თუ ამ და სხვა სფეროებიდან რომელიმე როგორც პროფესიულ, ისე ჰობის დონეზე გაინტერესებთ, SOLO One to One-ის ფარგლებში შეძლებთ შეხვდეთ თითოეულ მიმართულებაში ცნობილ და წარმატებულ პროფესიონალებს,  მოისმინოთ მათი რეკომენდაციები და განიხილოთ მრავალფეროვანი საკითხები. 

პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ SOLO მომხმარებელს შეუძლია. დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ შეავსოთ განაცხადი და მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი მიმართულების პროფესიონალთან დაჯავშნოთ შეხვედრა.

SOLO One to One-ის ნოემბრის თვე დაეთმობა ინდივიდუალურ შეხვედრებს 3 სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც სამი ცნობილი და ამ სფეროში წარმატებული პირი ჩაატარებს. ესენი არიან: მუსიკა - შეხვედრა ნიკოლოზ რაჭველთან,  ქოუჩინგი - რუსუდან კვაჭანტირაძე Ericson Coaching International-ის ქოუჩი და მენტორი. რესტორნის მართვის პრინციპებზე კი საინტერესო ინფორმაციას დაინტერესებულ SOLO-ებს  ცნობილი შეფი- ქეთი ბაქრაძე გაუზიარებს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  https://bit.ly/3BKwTXr

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს:

https://bit.ly/3GNPKEF





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics