22:19 - 05 Jul, 2026
|
2021-11-04 17:11:18, 686 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ხოშტარიაზე - თუ ის აშანტაჟებს საზოგადოებას და სახელმწიფოს, ვერ მოვუწონებ
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი, პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაწყებულ შიმშილობის ფაქტს ეხმაურება. წილოსანის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, რას ცდილობს ამით, მისთვის უცნობია. "ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღო. რას აკეთებს ამითი, თუ ის აშანტაჟებს საზოგადოებას და სახელმწიფოს, ნამდვილად ვერ მოვუწონებ ამას. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის." ცნობისთვის, პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა გუშინ დაიწყო. ამის შესახებ მან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)