09:06 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-04 17:01:16, 678 ნახვა

საზოგადოება
კასპში მიკრორაიონის დასახლებაში დასასვენებელი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპში მიკრორაიონის დასახლებაში დასასვენებელი სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ადგილზე დათვალიერა. - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელბს.

მიკრორაიონის დასახლებაში, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინებია განთავსებული, დასასვენებელი და გასართობი სივრცე არ არსებობს.

მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და სკვერის მშენებლობა დაიწყო.

შემოიღობა სკვერის ტერიტორია, მოეწყო ბორდიურები, სასმელი წყლის ონკანები.

დასასვენებელი სივრცის მოწყობა  2091,8 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება. სკვერში განთავსდება დასაჯდომი სკამები, საფეხმავლოები, საბავშვო ატრაქციონები, ღამის ლამპიონები, 2 სასმელი წყლის ონკანი და დაირგვება ხეები.

ჩვენი მიზანი მწვანე და გასართობი სივრცის მოწყობაა ქალაქსა და სოფლებში.  წელს დავგემეთ მიკრორაიონში, სოფელ ხოვლესა და თელიანში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერების მოწყობა. მომავალ წელს კი სხვა ლოკაციებზე გავაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების მოწყობას - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics