|
2021-11-04 16:56:26, 758 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ანალიზების მონაცემები ძალიან შემაშფოთებელია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ანალიზების პასუხები შემაშფოთებელია. ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილი სასწრაფოდ გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში. "პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, მტკნარი სიცრუეა და ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია. გუშინ ვნახეთ, რომ 2 ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა — პულმონოლოგისა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს უკვე პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საჩქაროდ არის გადასაყვანი კერძო კლინიკაში, სამოქალაქო კლინიკაში", — ამბობს ბასილაია. ადვოკატის თქმით, პულსისა და წნევის კონტროლი უფრო და უფრო რთულდება. "ცილების მაჩვენებელი არის სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, D-დიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსისა და წნევის კონტროლი უკვე დღითიდღე რთულდება. ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებული ასევე კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციის განხორციელებას უშლის ხელს", — თქვა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)