|
2021-11-03 23:37:03, 1089 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის აქტივისტი - ზონდერ-ჯგუფები თავს დამესხნენ
სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის თქმით, მას რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერი აქციიდან შინ დაბრუნებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. "თავს დამესხა პოლიტიკური ნიშნით ქართული ოცნების სასარგებლოდ აქტიური ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდზე აქამდეც მემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ამ ადამიანის სახელი და გვარი არის ერეკლე აბზიანიძე და ის ხშირად იმუქრებოდა ქართულ ოცნებაზე ჩემი კრიტიკული კომენტარების ქვემოთ, რომ ფიზიკურად გამისწორდებოდა და აღასრულა კიდეც მან თავისი სიტყვა. ციხესთან არსებულ ბენზინგასამართ სადგურთან, ჩაბნელებულ ტერიტორიაზე მოხდა. აქციაზე ვიყავი ციხესთან და რომ ვბრუნდებოდი შევნიშნე ამეკიდნენ, ერეკლე აბზიანიძემ ამომიცნო, რომ მე ვაქტიურობდი, კრიტიკული კომენტარებით გამოვირჩეოდი ქართული ოცნების მიმართ და თავისი პირითაც მითხრა, რომ ამ ნიშნით მივიღე ის პასუხი, რაც მივიღე. 3 პირი იყო", - განაცხადა გიორგი ბალხამიშვილმა. აქტივისტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)