|
2021-11-03 21:55:12, 1083 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასდროს!
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია მყარი და უცვლელია, ის მას არასდროს შეიწყალებს.. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიგინგზე განაცხადა. "ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასდროს! ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშულობის მსხვერპლია, ის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ის არის ნაბაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის მიზნით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)