|
2021-11-03 17:23:28, 528 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში კიდევ ორი ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ლიფტების რეაბილიტაცია ხორციელდება.-ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული სამუშაოები გლდანის III მიკრორაიონის N87 კორპუსსა და V მიკრორაიონის N12 კორპუსში ჩატარდა. სამუშაოების შედეგად, ორივე მისამართზე სრულად რეაბილიტირდა ლიფტი, შეიცვალა როგორც კაბინა ასევე, მართვის კოლოფი. „მიმდინარე წელს გლდანის რაიონში, ჯამში, 26 ამორტიზებული ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 407 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, ლიფტის მოდერნიზაციის სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ამხანაგობების მომართვის საფუძველზე ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-10% -ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.“- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)