|
2021-11-03 14:44:13, 591 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია: აქციები მობილობას ძალიან ზრდის - ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება
ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების შეკითხვას დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჯერ ის რეგულაციები უნდა აღსრულდეს, რაც უკვე დაწესებულია. რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციები, მათ შორის აქციები მისი განმარტებით, აქციები შეზღუდვებს არ ექვემდებარება და ზრდის მობილობას. "ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა ამის ასრულება რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება.რაც შეეხება აქციებს, აქციები მობილობას ძალიან ზრდის. აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება“- განაცხადა გაბუნიამ. მინისტრის მოადგილე, "მწვანე პასპორტთან" დაკავშირებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნული პასპორტი ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის. "მწვანე პასპორტის“ მიმართულებით, ბუნებრივია, მუშაობა მიმდინარეობს. კონცეფცია დამუშავებულია. "მწვანე პასპორტი“ ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის, ამისი პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს, რათა ხელი შევუშალოთ ეპიდემიის შემდეგ გავრცელებას" - განაცხადა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)