|
2021-11-03 13:32:10, 447 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზიამ ახალი ფილიალი გახსნა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით განმავითარებელი და ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „სამალავმა“ ახალი ფილიალი გახსნა. „სამალავი“ 1000-ზე მეტი დასახელების ქართულ და იმპორტირებულ ფუნქციურ სათამაშოს სთავაზობს მომხმარებელს. ბანკმა კომპანიის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით 35,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 70,000 ლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ქართული პროდუქციის დიდ ნაწილს ხის სათამაშოები წარმოადგენს, რომელიც არის სერტიფიცირებული და ეკოლოგიურად სუფთა ლაქ-საღებავებით დამზადებული. “სამალავის“ სამომავლო მიზანი სათამაშოების საკუთარი ხაზის წარმოება და თბილისსა და ბათუმში ფილიალების დამატებაა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ახლახან ახალი ფილიალი გავხსენით და დღეს მომხმარებელს ორი ფილიალიდან ვემსახურებით“, - აცხადებს ევა მღებრიშვილი, „სამალავის“ დამფუძნებელი. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კომპანია „სამალავი“ კიდევ უფრო ვითარდება. “საქართველოს ბანკისთვის” ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში. მინდა წარმატება ვუსურვო გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, მერაბ ახვლედიანი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)