|
2021-11-02 15:28:13, 1165 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალთან ორი აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები
სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 34 დაიჭრა, ავღანეთის უდიდეს სამხედრო ჰოსპიტალში ორი აფეთქების სედეგად - ინფორმაციას „Reuters”-ი თალიბანის უსაფრთხოების წარმომადგენელის განცხადებაზე დაყრდნობით, ავრცელებს. მათი ცნობით, აფეთქებები მოხდა 400 - ადგილიანი სარდარ მოჰამად დაუდ ხანის საავადმყოფოს შესასვლელთან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ქარი საიდ ხოსტიმ განაცხადა, რეგიონშუ უკვე გაგზავნეს უსაფრთხოების ძალები. ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საავადმყოფოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს უსაფრთხოების ძალების მიმართულებით. მოძრაობა „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას თავის თავზე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ იღებს, ბოლო ხანებში საკმაოდ გახშირდა მსგასვი თავდასხმები, აქამდე მათი ძირითადი სამიზნე შიიტური მეჩეთები იყო. 2017 წელს ორგანიზაციის მიერ 400-ადგილიან საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)