|
2021-11-01 14:21:04, 541 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალური პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი იწყება
მუნიციპალური პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი და მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. პროგრამის მიზანი თბილისში მცხოვრები მოქალაქეების პროფესიული მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა. - ინფორმციას თბილისის მერია ავრცელებს. პროგრამა ოთხ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით ხორციელდება და მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული კურსების შეთავაზებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათ დასაქმებას ითვალისწინებს. პროგრამის პარტნიორი კოლეჯებია:
დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია პირველ ნოემბერს იწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, თბილისის მერიის ვებგვერდზე: www.Tbilisi.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge. სასწავლო პროცესი დაიწყება 20 ნოემბერს. პროფესიული სპეციალობები კოლეჯი „სპექტრი“
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი
კოლეჯი „მერმისი“
კოლეჯი „იკაროსი“
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც, 2018-2020 წლებში 4 500-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდა. მათგან უკვე დასაქმებულია 3 400-ზე მეტი მოქალაქე (დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია). აღნიშნულ პროგრამაში წლის ბოლომდე დამატებით, 1 000-მდე მოქალაქე ჩაერთვება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)