|
2021-11-01 12:26:48, 672 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო ჯგუფი ციხეში შესვლას მოითხოვს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ორგანიზაცია "ემპათიამ" ალტერნატიული სამედიცინო კომისია შექმნა. ჯგუფში რამდენიმე პროფილის ექიმია გაერთიანებული. როგორც, "მთავარ არხთან" მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, მედიკოსები მზად არიან, არა მხოლოდ გააკონტროლონ და შეაფასონ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო დახმარებაც გაუწიონ. "არ შეიძლება ამ ადამიანის დაყოვნება 1 საათითაც კი იმ დაწესებულებაში, სადაც არის. ციხის ისტორიაში წერია, რომ მას აქვს მსუბუქფორმაში გადატანილი კოვიდი, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან ჰოლანდიაში, სამედიცინო ბარათში გარკვევით წერია, რომ კოვიდი იყო მძიმე, მას დასჭირდა პულმონოლოგის მონიტორინგი, შესაბამისად აუცილებელია, გაგრძელდეს მონიტორინგი. ძალიან დიდი რისკია და ამიტომ ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს და ასეთი გაყოფილება არის ინტენსიური თერაპიის განყოფილება. ახლა რომ მოწყობა დაიწყეს ციხის მე-18 დაწესებულებაში ამდაგვარი განყოფილების არის ძალიან სასაცილო და ეს არის სწორედ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მიდგმა და სადამსჯელო ზემოქმედება ფსიქოლოგიური, ადამიანზე",- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)