02:13 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 20:40:44, 702 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელით მეორე ტურში ღირსებული გამარჯვება

ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით მეორე ტურში გამარჯვება. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, ღირსეული გამარჯვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს. ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან დაკავშირებით აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან მიმართებით. დღეს ყველაზე მეტად რაც თბილისს სჭირდება, ეს არის განვითარება, აღმშენებლობა, ეს არის სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს არის თქვენი დამსახურება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ, 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს, მზად ვარ, დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განურჩევალდ მათი პოლიტიკური შეხედულებისა. მე პირობა დავდე, ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და ასევე ვაპირებ მომავალში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას. ჩვენ დაველოდებით ცესკო-ს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველას და მეორე დღიდანვე ვიწყებთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics