|
2021-10-30 18:35:38, 699 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა ზუგდიდის მე-10 საარჩევნო უბანზე შეჩერებული იყო კენჭისყრა, არ დასტურდება
ცენტრალური საარჩევნო კომსიია მედიაშ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ზუგდიიდს მე-10 უბანზე დაპირსპირებას ჰქონდა ადგილიდა შეჩერებული იყო კენჭისყრა. როგოც ცესკოში განმართვენ, აღნინშული არ შეესაბამება სიმართლეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა გლნდაში არსებული დაპირსპირების შესახებ და მოუწოდა უფლებამოსილ პირებს დაიცვან კენჭსყრის პროცესი. "რაც შეეხება ზუგდიდის მე-10 საარჩევნო უბანზე გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა შეჩერებული იყო კენჭისყრა, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება, საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ასევე გლდანის საარჩევნო ოლქის ორ საარჩევნო უბანზე გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რამაც კენჭისყრის შეფერხება გამოიწვია. მათ შორის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები დაფიქსირდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირებს, დაიცვან კანონი, მისცენ შესაძლებლობა საარჩევნო კომისიებსა და ამომრჩევლებს, მშვიდ ვითარებაში წარიმართოს კენჭისყრა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ საბურთალოს 68-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმზე წინასწარ მოაწერეს ხელი კომისიის თავმჯდომარემ და მოადგილემ. კომისიას გადაეცა ახალი შემაჯამებელი ოქმი, ნაწილობრივ შედგენილი ოქმი კი განადგურდა."- განაცხადეს ცესკოში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)