03:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 10:16:03, 540 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - რა თქმა უნდა, შემოვხაზე 41, კახა კალაძე, ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა დედაქალაქის მერმა, სააჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმა მისცა განვითარებას და უბნებში მეტი სიცოცხლის შეტანას.

კახა კალაძემ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მე ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რა თქმა უნდა შემოვხაზე კახა კალაძე, 41, იმისთვის რომ ის აღმშენებლო და განვითარება რაც გვაქვს დაწყებული, გაგრძელდეს, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, იაქტიურეთ, თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ იმ საქმეების გაკეთება, რაც სჭირდება დედაქალაქს“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთანავე, კალაძის თქმით, მას აქვს დიდი იმედი, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი თანადგომა, არჩევანის გაკეთებაც ძალიან მარტივია. კარგად ვხედავთ მეორე მხარეს რა დგას, რა არის და რა განსხავებაა ჩვენსა და მათ შორის, ასე რომ, ყველა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics