12:52 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 18:00:47, 674 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველი სასწავლო-საწვრთნელი ფრენა განახორციელეს

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ნატახტარის აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს  საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებმა, A22 LS ტიპის ორადგილიანი საწვრთნელი საჰაერო ხომალდით, პირველი სასწავლო-საწვრთნელი ფრენა განახორციელეს. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის აეროპორტის ფრენების კოორდინაციისა და სახმელეთო მომსახურების სამსახურის მენეჯერი გიორგი გოდუაძე განმარტავს, მსგავსი ტიპის ფრენები საშუალებას მისცემს სტუდენტებს  საერთაშორისო აეროპორტებში ფრენის გამოცდილება მიიღონ და თეორული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ.

,,დღეს, პირველად მოვემსახურეთ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შესრულებულ სასწავლო-საწვრთნელ ფრენას. ქუთაისის აეროპორტი მუდმივად მზად არის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოემსახუროს მსგავს ფრენებს. საერთაშორისო დონეზე, საწვრთნელი ფრენა ჩვენს აეროპორტში პერმანენტულად ხორციელდება. მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის აეროპორტის პრაქტიკაში დღეს პირველი შემთხვევა იყო,  როდესაც ადგილობრივ დონეზე, საქართველოს საავიაციო სტუდენტების მიერ შესრულებული მსგავსი სახის საწვრთნელი-საცდელი ფრენა მივიღეთ,-‘’განაცხადა ქუთაისის აეროპორტის ფრენების კოორდინაციისა და სახმელეთო მომსახურების სამსახურის მენეჯერმა გიორგი გოდუაძემ.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებმა მანამდე საცდელი-საწვრთნელი ფრენა ამბროლაურის აეროპორტში განახორციელეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საავიაციო უნივერსიტეტს შორის რამდენიმე თვის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშომლობის ძირითადი მიზანი ავიაციაში პროფესიონალი კადრების აღზრდაა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ორმა სტუდენმა უკვე გაიარა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მესტიისა და ქუთაისის აეროპორტებში.

 

  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics