12:18 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 10:43:14, 746 ნახვა

საზოგადოება
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონიას ნინო თანდილაშვილი დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა.

უწყების ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაზე ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსი ისეთი საინტერესო ინიციატივების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომელიც ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებას, უნარჩენო წარმოების წახალისებას და ალტერნატიული საწვავი ენერგიების გამოყენებას უწყობენ ხელს.

„გამოვავლინეთ კომპანია, რომელსაც ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვს მწვანე პროექტების განხორციელების კუთხით. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი ასეთი კონკურსი საშუალებას აძლევს ბიზნესს, რომ უფრო მეტი ინიციატივა შეიმუშაოს და უფრო მეტი წახალისების მექანიზმები შეიქმნას კერძო სექტორში გარემოსდაცვითი მიმართულებით საინტერესო პროექტების განხორციელების კუთხით“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო, „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics