|
2021-10-28 23:00:07, 8888 ნახვა
High - Tech
Facebook-ი სახელს იცვლის და მისი სახელი Meta იქნება
Facebook-ი სახელს იცვლის და მისი სახელი Meta იქნება. ამის შესახებ, კომპანიის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება BBC. აღსანიშნავია, რომ ფეისბუქს უკვე ჰყავს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც აწარმოებენ სამომხმარებლო ტექნიკას, როგორიცაა AR სათვალე. ცუკერბერგს მიაჩნია, რომ მსგავსი ტექნოლოგიები ისეთივე საყოველთაო იქნება, როგორც სმარტფონები. ივლისში ცუკერბერგმა The Verge-ს განუცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის და მისი გუნდი უფრო გლობალურ მასშტაბებზე გასვლას გეგმავენ და მხოლოდ სოციალური ქსელით დაკმაყოფილებას აღარ აპირებენ ფეისბუქი არ იქნება პირველი ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ამბიციების ზრდასთან ერთად სახელს შეიცვლის. 2015 წელს Google-მა მთლიანად მოახდინა რეორგანიზაცია და Alphabet-ის შემადგენლობაში შევიდა, ნაწილობრივ იმის ნიშნად, რომ Google აღარ იყო მხოლოდ საძიებო სისტემა, არამედ უფრო ფართო კონგლომერატის ნაწილად იქცა, რომლიც მრავალფეროვან პროდუქტს აწარმოებს. დღეს Alphabet-ის შემადგენლობაში შედის Google, Sidewalk Labs (რომელიც ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიებზეა კონცენტრირებული), DeepMind (ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანია), Google Fiber და Verily (სამეცნიერო ორგანიზაცია).
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)