12:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 15:59:35, 789 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლები წინასწარი დაჯავშნის გარეშე 50.000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურნენ

წინასწარი დაჯავშნის გარეშე სერვისის მიღება იუსტიციის სახლებში უკვე 50.000-მა მომხმარებელმა შეძლო. ჯავშნის საჭიროება იუსტიციის სახლებში 25 ოქტომბერს მოიხსნა და გამარტივებული მომსახურებით პირველივე დღეს 20.000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ინფორმაციას იუსტიციის სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
 
"დღეს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა წყალტუბოსა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მოინახულეს და ჯავშნის გარეშე სერვისის მიწოდების პროცესს გაეცნენ.
 
წინასწარი ჯავშნის მოხსნის გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდასა და მოქალაქეების მხრიდან მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნას უკავშირდება. მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება, თავად აირჩიონ ვიზიტისთვის სასურველი დრო.
 
სერვისების გაცემის გამარტივების პარალელურად, იუსტიციის სახლი ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, შიდა სივრცეები აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატებით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და სადეზინფექციო სითხეებით. რიგის მართვა კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება, მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი", – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics