13:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 12:07:34, 599 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის რეგისტრაცია პირველი ნოემბრიდან დაიწყება

მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის, თბილისის მერია პირველი ნოემბრიდან მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ნებისმიერ, თბილისში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომელიც 4 პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით მოამზადებს და გადაამზადებს პროგრამის მონაწილეებს. ეს კოლეჯები გახლავთ:  იკაროსი, მერმისი, სპექტრი და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი.

პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების,  დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო,  ინჟინერიის  და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მომზადება-გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროგრამის მონაწილეთა მომზადება-გადამზადებისთვის საჭირო გადასახადს მუნიციპალიტეტი თვითონ უზრუნველყოფს.

„პროგრამა 2018 წლიდან ავამოქმედეთ, 2018 - 2020  წლებში მოვახერხეთ   4500-ზე მეტი მოქალაქის ჩართვა და მათგან უმრავლესობა უკვე დასაქმებულია, თავიანთი სამსახური აქვთ და ეს ადამიანები არიან მადლიერები. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. ამ ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული  რეგისტრაცია პირველ ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება მერიის ვებგვერდზე  www.Tbilisi.gov.ge, ასევე, ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics