13:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 11:38:56, 510 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

„კლიმატის ცვლილების ფონზე გაუდაბნოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სწორად შევაფასოთ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული სიტუაცია, დავსახოთ კონკრეტული ღონისძიებები იმ რეგიონებისთვის, სადაც გაუდაბნოების პრობლემა რეალური და აქტუალურია. გამოვიყენოთ საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გაუდაბნოების პროცესები შევარბილოთ და ნაკლები ზიანის მომტანი გავხადოთ როგორც ჩვენი ფერმერებისთვის, ისე  ბიომრავალფეროვნებისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მოხსენებები ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (NbS) გლობალურ სტანდარტებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე მიწის მდგრადი მართვის ხელშეწყობისათვის; ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას ეროვნულ დონეზე, რაც გულისხმობს საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (NbS) გვალვის წინააღმდეგ გამოყენების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობას.

პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” მიზანია, ხელი შეუწყოს მთავრობებს, შეძლონ ეკოსისტემის აღდგენის ღონისძიებების ინტეგრირება გვალვის მართვის პროცესში,  რომ გვალვის ზემოქმედება ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომების (NbS) გამოყენებით შემცირდეს.

პროექტი გლობალურ დონეზე ხორციელდება IUCN-ის მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოპერაციული ერთეული) ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოში პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  მაია ბითაძე, IUCN-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის (IUCN ECARO)  დირექტორი ბორის ერგი, CENN-ის გამგეობის წევრი ნინო შავგულიძე, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics