06:17 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 19:25:07, 779 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ცენტრს „ემპათია “ მივმართავთ თხოვნით, გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება

ცენტრს „ემპათიას“ და მარიამ ჯიშკარიანს, იმას, ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოებაც, მივმართავთ თხოვნით, რომ გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით.- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი დიდი პატივისცემას გამოხატავს კონსილიუმში შემავალი ექიმების მიმართ, მაგრამ ვერ ენდობა კონსილიუმს , სადაც იუსტიცის მინისტრიც იღებს მონაწილეობას.

"მიხეილ სააკაშვილი ღრმა პატივისცემას და სრულ ნდობას გამოხატავს კონსილიუმში შემავალი ექიმების მიმართ. თუმცა, ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს და ცენტრს „ემპათიას“ და მარიამ ჯიშკარიანს, იმას, ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოებაც, მივმართავთ თხოვნით, რომ გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით. თუ სურთ იმ ექიმებს მონაწილეობის მიღება, ვინც ამ კონსილიუმშიც არის დიდი სიამოვნებით მივესალმებით მათ ყოფნასაც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კონსილიუმის ჯგუფში. ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი. სხვათა შორის, გაურკვეველია, რატომ იღებს, ამის რა კვალიფიკაცია აქვს, სადაც მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც გააკეთა ის განცხადებები, რაც გააკეთა. ამ ადამიანებს უკვე წინასწარ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება, ამას არც მალავენ და შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როდესაც არცერთი ექიმის რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ ითვალისწინებს“, - განაცხადა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics