14:46 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 18:47:59, 571 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს უახლოეს მომავალში ბინა გადაეცემა

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე,  დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში ბინა  იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადაეცემა.

შესრულებული სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოინახულეს. 

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს და ბინები, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.

ბოლო წლების განმავლობაში,  ზუგდიდში, ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინა 744 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად,  84 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით, იძულებით გადაადგილებული 600 ოჯახი მიიღებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics