06:17 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 16:15:25, 524 ნახვა

პოლიტიკა
კობა ნაყოფია - ადვოკატების გარდა, სხვა პირებს სააკაშვილის წერილების გამოტანა აეკრძალათ

სენაკის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, რომ ყველა პირს, გარდა ადვოკატებისა, ციხიდან სააკაშვილის წერილების გამოტანა აეკრძალა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს ზარების განხორციელების უფლება და მისი ხმის ეშინიათ. ახლა, ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს და ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც ვერცერთმა მისმა მომხრემ ვერ ნახოს, ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.

მასთან მიმსვლელ პირებს უკვე წერილსაც არ ატანენ, გაგვაფრთხილეს, რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და იგზავნება მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მისგან წერილები იქნება ფოსტა, ან ადვოკატები. პარლამენტის წევრი, ექიმი ან ოჯახის წევრი, რომელიც მასთან შევა წერილს მიხეილ სააკაშვილისგან ვერ წამოიღებს. გასაგებია, რომ მისი ხმის ეშინიათ და პროცესები გადადეს”, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics