17:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 15:19:39, 1011 ნახვა

მსოფლიო
იაპონიის პრინცესა მაკო კოლეჯის შეყვარებულზე დაქორწინდა, რითაც მან სამეფო ტიტულზე უარი თქვა

იაპონიის პრინცესა მაკო ცოლად გაჰყვა კოლეჯის შეყვარებულს კეი კომუროს - რითაც პრინცესამ დაკარგა სამეფო სტატუსი.- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

იაპონიის კანონმდებლობის თანახმად,  სამეფო ოჯახის მდედრობითი სქესის წევრები კარგავენ სტატუსს , „უბრალო“ არა დიდგვაროვან ადამიანებზე ქორწინების შემდეგ, თუმცა მამრობითი სქესის წევრები არა.

 პრინცესა მაკომ ასევე უარი თქვა სამეფო ქორწილის  რიტუალებზე და ოჯახის მხრიდან ფინასნურ დახმარებაზე.

სავარაუდოდ, წყვილი ქორწილის შემდეგ აშშ-ში გადავა საცხოვრებლად, სადაც , კომურო ადვოკატად მუშაობს.

ამის გამო მათ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წყვილს მეგან მარკლის და პრინც ჰარის ადარებენ ,ახალდაქორწინებულებს მეტსახელად "იაპონიის ჰარი და მეგანიც" უწოდეს.

კომუროს ხშრად აკრიტიკებდნენ მისი ჩაცმულობის, ვარცხნილობისა და სხვადასხვა სოციალური ეტიკეტის დარღვევის გამო. იაპონელები თვლიდნენ, რომ ის არ იყო ღირსეული პარტნიორი იმპერატორის დისშვილისთვის.

მეტიც, წყვილის დაქორწინების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც კი გაიმართა.


„ძალიან ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის და მადლობელი ვარ მათი, ვინც აგრძელებდა ჩემს მხარდაჭერას,ჩემთვის კეი შეუცვლელია – ჩვენთვის ქორწინება აუცილებელი იყო- განაცხადა პრინცესამ.

კომურომ დაამატა, რომ  მას უყვარს პრინცესა  მაკო და სურს მასთან ერთად გაატაროს ცხოვრება.

"მე მიყვარს მაკო. ჩვენ მხოლოდ ერთ სიცოცხლეს ვიღებთ და მინდა გავატაროთ ის მასთან, ვინც მიყვარს, ძალიან ვწუხვარ, რომ მაკო ცრუ ბრალდებების გამო ფსიქიკურად და ფიზიკურად ცუდ მდგომარეობაშია“.- განაცხადა  კომურომ AFP-სთან საუბრისას.

ქორწილს ესწრებოდნენ პრინცესა მაკოს მშობლები  პრინცი ფუმიჰიტოსი და  პრინცესა კიკო.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics