08:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 15:35:44, 1418 ნახვა

სამართალი
რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა

რუსთავში, ოპოზიციის ნაწილის რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ქართული ოცნების და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

ოფისის თანამშრომლების თქმით, იქ მისულმა ადამიანებმა დავით კირკიტაძისთვის დარტყმაც სცადეს, რა დროსაც შტაბის ერთ-ერთი წევრი გაშველებას ცდილობდა და ამ დროს დაზიანდა.

დავით კირკიტაძე, ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები რუსთავში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. 

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, დამნაშავეები სწორედ ის ადამიანები არიან ვინც „ცოცხების აქცია“ მოაწყო. მისი თქმით, დაშავებული პირებიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

„იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები. ეს ის ადამიანები გახლავთ, ვინც „ცოცხების აქცია“ მოაწყო და მაშინ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, რადგან ეს პირები მათი აგენტები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაზარალებულებიც არიან და ისინი ახლა დაკითხვაზე გადაჰყავთ. მივმართავ ყველა ქვეყნის საელჩოს და დიპლომატიურ მისიებს, ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს, რომლებიც ჩამოდიან და ხშირად იმყოფებიან აქ, ამ ფაქტს თუ რეაგირება არ მოჰყვა, გარწმუნებთ, არავითარი ნდობა არჩევნების პროცესსა და სამართალდამცავებს არ ექნებათ ჩვენი მხრიდან“, - ამბობს დავით კირკიტაძე.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics